მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც თან ახლავს მასწავლებლის ყოველდღიურ საქმიანობას, გაკვეთილზე იმ რწმენით შევდივარ, რომ სწავლა/სწავლება დიდი ბედნიერებაა. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, როცა მოსწავლის გამომეტყველებით ვგრძნობ, რომ იგი ჩასწვდა აზრს, რომლის გადაცემაც მსურდა.
მოსწავლეების მიერ გაკეთებული ,,აღმოჩენა”: სწავლა და გაგება ყველაზე მნიშვნელოვანია. მასწავლებლის კიდევ ერთი საპატიო მოვალეობა ის არის, რომ ყოველდღიურად არაერთი ადამიანისთვის ხარ საჭირო. შენი დახმარება ან რჩევა მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვისაც სჭირდები, ვისაც რაღაც სურს შენგან. მასწავლებლობა არის პროფესია, რომელიც მასწავლებლებისგან თავიანთ სასწავლო საგანთან ყოველდღიურ კავშირს მოითხოვს, კარგი გაგებით გვაიძულებს, ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი პროფესიის ფუნდამენტური საკითხები და მუდამ სიახლეების კურსში ვიყოთ. ცნობილი ჭეშმარიტებაა: საუკეთესო სწავლა სწავლებაა. მოზარდების სწავლებისას მასწავლებლები თავადაც ხშირად ვიძენთ ახალ ცოდნას და ვითარდებით პროფესიული თვალსაზრისით. მასწავლებლობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ სწავლებისა და განვითარების უნიკალურ თეორიებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, უამრავ სასწავლო აქტივობას და სასწავლო პროცესში წარმატებით გამოვიყენოთ. ძალიან საინტერესოა იმის გააზრება, რომ სასწავლო მეთოდოლოგიით ერთმანეთისგან განსხვავებული ეს თეორიები მასწავლებლებს აძლევს შესანიშნავ საშუალებას, მათი ერთმანეთთან გონივრული შეხამებით, კონკრეტული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, შეძლონ სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, მოსწავლეებში მიძინებული უნარების აღმოჩენა და განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმით და საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა.
მასწავლებლობა ყველაზე შემოქმედებითი პროფესიაა, რადგანაც თითოეული მოსწავლე განუსაზღვრელი პოტენციალის მქონე გამოცანაა, რომელიც მასწავლებელმა უნდა გამოიცნოს და მოძებნოს სწავლების მისთვის საუკეთესო სტილი.
სწავლება გვაძლევს შანსს, ვიყოთ კრეატიულები და გამომგონებლები, ყოველდღიურად შევქმნათ რაიმე ღირებული და გავაკეთოთ ახალი აღმოჩენა.
სწავლება ახალ თაობებთან გვაკავშირებს, გვაცნობს რა ჩვენი ქვეყნის ყოველ მომდევნო თაობას, დაგვაფიქრებს მთელი მსოფლიოს ახალ თაობებზე.
რაზეც არ უნდა საუბრობდეს მასწავლებელი, მთავარი ყოველთვის არის ის, რასაც უყურებს – მისკენ მიმართული მოსწავლეთა გულწრფელი, ალალი და მართალი სახეები.
ყველა მოსწავლეში არის საოცარი ძალა და მას ნამდვილად შეუძლია გახდეს
წარმატებული ადამიანი.