სამოდელო გაკვეთილები- ნანა ჯალაღონიას მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილები:
ა). V- პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი; ატვირთულია გაკვეთილის გეგმა და
რეფლექსია; („ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“);
ბ). V-ინოვაციური გაკვეთილი; ატვირთულია გაკვეთილის გეგმა
და რეფლექსია; (თემა: „მუხა“);
გ). V-პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი; ატვირთულია გაკვეთილის
გეგმა და რეფლექსია; („შვლის ნუკრის ნაამბობი“-„ნუ გვანადგურებ ადამიანო“);
დ).VI-პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი; ატვირთულია გაკვეთილის
გეგმა და რეფლექსია. („ბიჭი და ძაღლი“-„ბულინგი).
სამოდელო გაკვეთილები- ნანა ჯალაღონიას მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილები:
ა). V- პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი; („ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“);
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ნანა ჯალაღონია
პირადი ნომერი:
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ მე-5 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 8
საგანი: ქართული ენა
სამოდელო გაკვეთილი გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეს ასწავლის პრობლემის იდენტიფიცირებას, ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე მისი გადაჭრის გზების ძიებას და მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.მოსწავლეების მიერ მასწავლებლის დახმარებით ხდება პრობლემის გამოვლენა, გააზრება, შემდეგ საჭირო ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და გაანალიზება, დამუშავებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მისი გადაჭრა.
გაკვეთილის მიზანი:
· მხატვრული ტექსტის წაკითხვა და ანალიზი;
· ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
· წაკითხულის შეფასება და საკუთარი აზრის დასაბუთება;
· ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათება;
· პარალელის გავლება შესწავლილ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან.
გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
· ქართV.2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
· ქართ V.3 .მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
· ქართ. V.4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
· ქართ.V.6 ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას, ავლებს პარალელებს თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან.
· ქართ.V.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის წაკითხვა და ადეკვატურად გაგება- გააზრება.
· ქართ. V.12.მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები ინფორმაციის მოძიების, ვარაუდების გამოთქმის, დასკვნის გამოტანის, არგუმენტირებულად მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარები.
N
|
აქტივობის აღწერა/მიზანი
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო (წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხები შესასრულებელი აქტივობების, თემისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა / საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
|
ორგანიზება
|
მთელი კლასი
|
ჟურნალი,შეფასების კრიტერიუმები
|
2 წუთი
|
2
|
გონებრივი იერიში.
ვსვამ კითხვებს:
1. რა იცით სპარსელების შესახებ?
2. რომელი ნაწარმოები შეისწავლეთ ან რომელი კინო-ფილმი გინახავთ სპარსელთა შემოსევებზე?
3. რატომ ინტერესდებოდნენ ისინი ჩვენი ქვეყნით?
4. რომელ ქართველ გმირებს გაიხსენებთ საქართველოს ისტორიიდან?
5. რომელი ნაწარმოები იციან 300 არაგველებზე?
6. ვის მიუძღვნა ლ. ასათიანმა ლექსი ,,კრწანისის ყაყაჩოები“?
7. რა გამოხატა ამ ლექსით ავტორმა?
8. რა იცით 300 არაგველის შესახებ?
9. კიდევ რომელი გმირი წინაპრები შეგიძლიათ დაასახელოთ?
10. ვინ არის თქვენი რჩეული გმირი? რატომ?
პასუხებს ვაფიქსირებთ დაფაზე.
შედეგი: მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდანას__ გაიხსენებენ გმირებს როგორც წარსული, ასევე უახლესი ისტორიიდან. გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას გმირების მიმართ.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
ცარცი, დაფა
პროექტორი
|
3 წთ
|
3
|
ვიზულაიზაცია-ვერბალიზაცია პროვოცირებისა და განწყობის ამაღლების მიზნით ასევე ვასმენინებ ლადო ასათიანის ლექსს ,,კრწანისის ყაყაჩოები“, რომელსაც კითხულობს გურამ საღარაძე.
შედეგი: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარ-ჩვევა.
|
ვიზულაიზაცია-ვერბალიზაცია პროვოცირება
|
მთელი კლასი
|
პროექტორი
|
2წთ)
|
4
|
ვერბალური ახსნა
აქტივობა 2: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს შესასწავლი ტექსტის თემასა და მიზანს, შეფასების რუბრიკას . სათაურის მიხედვით მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს, რატომ ჰქვია მოთხრობას ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი’.’
შედეგი: მოსწავლე შეძლებს გაიაზროს შესასწავლი მასალა. ეცოდინება ტექსტის თემა და მიზანი.
|
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელოშეფასების რუბრიკები
|
3წთ
|
5
|
ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია
აქტივობა . მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლიპჩარტს, რომელზეც წერია ფრაზეოლოგები: აინუნში არ მოსდის, თავისთან დაიჭიროს, სირცხვილი ვჭამეთ, თავზე ლეჩაქი დაგვხურა, დაიძახეს ჯარიანობა, სალამი მისცა. მოცემულ იდიომატურ გამოთქმებს მოსწავლეები ხაზებით დააკავშირებენ სავარაუდო პასუხებთან და შეადგენენ წინადადებებს. სამუშაო შესრულდება ჯგუფურად.
შედეგი: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს; შეძლებენ ფრაზების გამოყენებით წინადადებების შედგენას.
მასწავლებელი მოსწავლეებს აკვირდება მუშაობის დროს.შემდეგ კი აკეთებს მზაობის შესახებ დასკვნას.
|
ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია
|
მთელ კლასი
|
ფლიპჩარტი, ფრაზეოლოგები, მარკერი.
|
3 წთ
|
6
|
კითხვა გაგრძელებით
აქტივობა მასწავლებელი ტექსტის ეპიზოდის სამოდელო კითხვის შემდეგ ბავშვებს უთითებს წიგნში შესაბამის გვერდს, მოსწავლეები კითხულობენ გაგრძელებით.
შედეგი: მოსწავლე შეძლებს ადეკვატური ტემპით გაბმულად და გამომსახველობით სხვის მიერ დაწყებული ტექსტის სათანადო ადგილიდან გაგრძელებას; ყურადღების კონცენტრირებას, მოსმენას, ტექსტის შინაარსის გააზრებას.
|
კითხვა გაგრძელებით
|
მთელი კლასი
|
მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნი
|
5 წთ
|
7
|
კითხვა-პასუხი
აქტივობა: მასწავლებელი იყენებს კითხვის სტრატეგიებს და აბზაცების მიხედვით სვამს ფაქტობრივ შეკითხვებს:
რა სურდა ყიზილბაშების ყაენს?
ბრძოლის დროს რით გამოიჩინა თავი ყიზილბაშების ერთმა მეომარმა?
რით უპასუხეს ყიზილბაშის გადაჭარბებულ სითამამეს ქართველებმა?
გაჭირვების ჟამს ვინ გაახსენდათ ქართველებს?
რატომ თქვა ბრძოლაზე უარი სახელოვანმა ვაჟკაცმა?
ვინ მოიპოვა ორთაბრძოლაში უპირატესობა? როგორ?
შედეგი: მოსწავლეები სიღრმისეულად ჩასწვდებიან და გაიაზრებენ ტექსტის შინაარსს.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
გამოსაძახებელი ჩხირები
|
2წთ
|
8
|
ვარაუდების დაფა
აქტივობა: მასწავლებელი მოსწავლეებს აჩერებს იმ ეპიზოდთან, სადაც გოსტაშაბიშვილმა ცხენიდან ჩამოაგდო მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მასწავლებელი ავსებს ვარაუდების დაფას. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები იმსჯელებენ, გამართლდა თუ არა მათი ვარაუდი.
შედეგი: მოსწავლეებს განუვითარდებათ ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი.
|
ვარაუდების დაფა
|
მთელი კლასი
|
ვარაუდების დაფა
|
2 წთ
|
9
|
ამოკრებით კითხვა
აქტივობა მასწავლებელი მოსწავლეებს ტექსტში მოაძებნინებს იმ ადგილებს, სადაც აღწერილია:
მტრის ჯარისკაცის თვისებები;
ნიკოლოზ გოსტაშაბისვილის დახასიათება;
ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის დამოკიდებულება მტრის მიმართ.
შედეგი ; მოსწავლე შეძლებს მითითებული მონაკვეთის მოძებნასა და წაკითხვას.
|
ამოკრებით კითხვა
|
მთლიანი კლასი
|
ტექსტი
|
1 წთ
|
10
|
კითხვა-პასუხი
აქტივობა: მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს ანალიზსა და სინთეზზე ორიენტირებულ კითხვებს:
როგორ შეძლო ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილმა ახალგაზრდა, ლომივით ვაჟკაცის დამარცხება?
როგორ გესმით სიტყვები: ,, ცოდვაა შენი გაფუჭება“?
როდის მოიპოვა გოსტაშაბისვილმა მტერზე დიდი გამარჯვება--როცა ცხენიდან ჩამოაგდო, თუ როცა სიცოცხლე აჩუქა?
რა ჰქვია ამგვარ საქციელს?
და დაინახა მან მოწინააღმდეგეში ისეთი, რის გამოც დაინდო და არ მოკლა?
რა დაანახა, რა ასწავლა გოსტაშაბიშვილმა ახალგაზრდა მებრძოლს?
შეიცვლებოდა თუ არა ამის შემდეგ ყიზილბაშის დამოკიდებულება ქართველების მიმართ?
არის თუ არა ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი გმირი? რატომ?
არის თუ არა გმირი მტრის ჯარისკაცი? რატომ?
შედეგი: მოსწავლეებს განუვითარდებათ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, შეძლებენ მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირის დამყარებას.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
ფერადი ბარათები, წიგნი, კალამი.
|
2 წთ
|
11
|
ჯგუფური მუშაობა
აქტივობა: მასწავლებელი კლასს ჰყოფს ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ განსხვავებულ დავალებას, განმარტავ ინსტრუქციას და განვსაზღვრავ დროს. პრეზენტატორებს აირჩევენ ჯგუფის წევრები. პრეზენტაციისათვის თითოეულ ჯგუფს მიეცემა 1 წუთი.
ჯგუფეფბ ვთავაზობ სამუშაოდ შემდეგ საკითხებს და სამუშაოდ თავად აირჩევენ: პერსონაჟის რუკის მიხედვით დაახასიათეთ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი, მოიყვანეთ შესაბამისი არგუმენტები, დააფიქსირეთ საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ. პერსონაჟის რუკის მიხედვით დაახასიათეთ მტრის ჯარისკაცი (ყიზილბაში), მოიყვანეთ შესაბამისი არგუმენტები, დააფიქსირეთ საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ. ვენის დიაგრამის მიხედვით დაახასიათეთ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი და ყიზილბაში მეომარი, იპოვეთ მსგავსება და განსხვავება. დაყავით ტექსტი ნაწილებად, დაასათაურეთ თითოეული ნაწილი (შეადგინეთ გეგმა). გააგრძელეთ ტექსტი--რამდენიმე წლის შემდეგ...
გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე
შედეგი: მოსწავლე შეძლებს სხვათა მოსაზრების გაზიარებას, ურთიერთთანამშრომლობას, ვიზუალურ სქემებზე მუშაობას. განუვითარდება ფანტაზიის უნარი.შეძლებს ტექსტის ირგვლივ მსჯელობას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას.
მასწავლებელი მოსწავლეებს აკვირდება მუშაობის დროს, შემდეგ კი აკეთებს დასკვნას მზაობის შესახებ.
|
ჯგუფური მუშაობა
|
მთელი კლასი
|
ფიფჩარტი, მარკერი, სახელმძღვანელო
|
(10წთ)
|
12
|
მოთხრობის რუკა
აქტივობა: მასწავლებელი დაფაზე აკრავს მოთხრობის რუკას, მოსწავლეები ასახელებენ მთავარ პერსონაჟს, გარემოებებს, გამოყოფენ პრობლემას და ისაუბრებენ, თუ როგორ გადაიჭრა იგი. მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს, თავად როგორ გადაჭრიდნენ აღნიშნულ პრობლემას.
შედეგი: განუვითარდებათ სინთეზისა და ანალიზის უნარი.
|
მოთხრობის რუკა
|
მთელი კლასი
|
კოგნიტური სქემა
|
2 წთ
|
13
|
დისკუსია
აქტივობა: მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს სადისკუსიო კითხვას: სწორად მოიქცა თუ არა ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი, როცა მტრის ჯარისკაცი დაინდო და სიცოცხლე აჩუქა.
შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის სიღრმისეულად გააზრებას, არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების ჩამოყალიბებას. განუვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი.
|
დისკუსია
|
მთელი კლასი
|
(1წთ)
| |
14
|
ცხელი სკამი აქტივობა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, მოირგონ ტექსტის ერთ-ერთი პერსონაჟის როლი (ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი). მოსწავლეეები შერჩეულ პერსონაჟს უსვამენ კითხვებს.
შედეგი: მოსწავლე შეძლებს , გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოებისა და პერსონაჟის მიმართ. განუვითარდება წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი.
|
ცხელი სკამი
|
მთელი კლასი
|
ადამიანური რესურსი
|
3 წთ
|
შეჯამება
აქტივობა მოსწავლეები შეაჯამებენ შესწავლილ მასალას და ამოიცნობენ ტექსტის დედააზრს, უპასუხებენ კითხვას--რა გვასწავლა ამ მოთხრობამ.
შედეგი: შეძლებენ ტექსტის დედააზრის ამოცნობას, ტრანსფერს.
|
შეჯამება
|
მთელი კლასი
|
1 წთ
| ||
15
|
თვითშეფასება/შეფასება
|
შეფასება: განმავითარებელი
|
მთელი კლასი
|
შეფასები რუბრიკები
|
2 წთ
|
16
|
საშინაო დავალება ყიზილბაშის ნაამბობი (I პირში გადმოეცით, თუ როგორ მოყვებოდა ამ ამბავს ახალგაზრდა ყიზილბაში)
|
საშინაო დავალება
|
მთელი კლასი
|
1წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
· მოსწავლე შეძლებს ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელებას.
· მოსწავლე შეძლებს შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმას და მართებულად გამოყენებას კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
· მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
· ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას, ავლებს პარალელებს თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან.
· მოსწავლეს შეძლებს სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის წაკითხვასა და ადეკვატურად გაგება- გააზრებას.
· მოსწავლეს შეძლებს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით
შეფასება: (მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები თან ერთვის გეგმას)
ხელმოწერა:
დანართი 1.
მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
| |
აქტიურად ვიყავი ჩართული საგაკვეთლო პროცესში
| |||
დასმულ კითხვას გააზრებულად ვპასუხობდი
| |||
ვმსჯელობდი პერსონაჟის თვისებებზე არგუმენტირებულად
| |||
ვთანამშრომლობდი ჯგუფის წევრერბთან
|
დანართი
მოსწავლის დაკვირვების ფურცელი
თარიღი:
სახელი ................. გვარი ..........................
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
რეკომენდაცია
|
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში
| ||||
ფლობს კითხვის ტექნიკას
| ||||
აფიქსირებს საკუთარ აზრს და პასუხობს კითხვებს
| ||||
აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ საქმიანობაში
|
გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე
მე შევამჩნიე რომ...
მე გამიჩნდა შეკითხვა...
მაინტერესებს, რატომ...
მე დამაფიქრა...
როგორც ჩანს...
ვერ გავიგე...
მე ძალიან მომეწონა...
მე წარმომიდგენია...
მე გავიაზრე...
მე გამაკვირვა...
მე რომ............................ ვიყო,...
მე აღმოვაჩინე, რომ...
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
|
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
| |||
მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში
| |||
აქტიურად მონაწილეობს დისკუსიაში
| |||
არგუმენტირებულად პასუხობს კითხვებს
| |||
მსჯელობს და აფიქსირებს საკუთარ აზრს
|
ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი
ერთ დროს ჩვენ გვყოლია ქართლის მეფე გიორგი მეთერთმეტე. იმის დროს ყიზილბაშების ყაენად დაჯდა შაჰ-სულთან-ჰუსეინი. ამ ყაენმა გამოგზავნა დიდი ჯარით თავისი სარდალი, რომ საქართველო აიკლოს და თავისთან დაიჭიროს. დაიძახეს ჩვენშიაც ჯარიანობა. შეიყარა ორი ერთმანეთზე გამართული ჯარი საომრად. ერთ მხარეს დაეწყვნენ ყიზილბაშები, მეორე მხარეს--ქართველები. გაიმართა ომი.როცა გაცხარდა ბრძოლა, მაშინ გამოქუსლა ცხენი ერთმა ყიზილბაშმა და გამოვარდა მოედანზე, გაუქროლ- გამოუქროლა ჩვენებს, თითქოს ჯირითშია და არა ომშიო. ეწყინა ქართველ ყმაწვილობას ასე გაბედულად და თამამად ნავარდობა ყიზილბაშისა: დახე, როგორ გვიბრიყვებს? კაცად აღარ გვაგდებს, თუ რა ამბავია,რომ ასე უშიშრად გაგვირბის და გამოგვირბისო!--იძახდნენ.
ჰკრა ერთმა მოსხეპილმა ყმაწვილმა კაცმა ცხენს ქუსლი და ზედ მიაგდო ყიზილბაშს. ყიზილბაშმა ჰკრა შიგ გულის ფიცარში შუბი და საბრალო ვაჟკაცი ზედ ჩამოეკიდა ცხენს და და მერე უსულოდ დაეცა დედამიწაზედ.
--აი, ქუდიც არა მხურებია, აი, დედის ძუძუც არ შემრგებია, თუ შენ ეგ შეგარჩინოო,--დაიძახა ახლა სხვამ და მიაგდო ცხენი ყიზილბაშს. ყიზილბაშმა ესეც ჩამოაგდო ცხენიდან და უფრო გახალისებულმა გამარჯვებით გაათამაშ-გამოათამაშა ცხენი მოედანზე. გავიდა მესამე, გავიდა მეოთხე, გავიდა მეხუთედა ყველას ცალკე იგივე დღე დააყენა თათარმა. ასეთი ყმაწვილი კაცები დახოცა, რომ კაცი უკეთესს ვერ ინატრებდა. შეწუხდა ქართველობა--ეს სირცხვილი როგორღა ვჭამოთო,, შინ რა სახელითღა მივიდეთო. არ იცოდნენ რა ექნათ. ყველას შიში და ფიქრი მიეცა, ვეღარავინ ბედავდა გასვლას. ის ყიზილბაში კი ათამაშებდა მოედანზე ცხენს, თითქოს ყაბახზედ გამოსულა და ამოდენა ქართველობა აინუნშიაც არ მოსდისო.
--ნიკოლოზი სად არის, ნიკოლოზი!--დაიძახეს ქართველებმა, ის თუ გვიშველის, თორემ ლამის ამ ურჯულო თათარმა დედაკაცის ლეჩაქი თავზე დაგვხუროს და ისე გაგვისტუმროს შინაო.
--ნიკოლოზ გოსტაშაბისვილი! ნიკოლოზ!--გაჰკივლეს აქეთ-იქიდან ჩვენებმა.
გოსტაშაბიშვილი თურმე გაცხარებულ ომში იყო და ამ კივილზე ომიდან გამოვიდა. ჩოხის კალთით გასისხლიანებულ ხმალს წმენდდა, როცა მისცვივდნენ ჩვენები და თავისი სირცხვილი უამბეს. გოსტაშაბიშვილი, მართალია, ძალიან განთქმული და სახელოვანი ვაჟკაცი იყო, მაგრამ მაშინ სიბერე მორეული ჰქონდა და უწინდებურად აღარც მკლავი ერჩოდა და აღარც--მუხლი.
--სად შემიძლია ახლა მე, დაბერებულსა და დაჩაჩანაკებულს, იმასთან ომის გასწორება,--უთხრა ყმაწვილებს გოსტაშაბიშვილმა,--ვერა ხედავთ ახლად ულვაშაყრილი ვაჟკაცი ლომსა ჰგავს!
--ხუთი ვაჟკაცი მოგვიკლა, იმათ სისხლს ნუ შეარჩენ! ურჯულოსაგან სირცხვილს ნუ გვაჭმევ!__შეევედრნენ ჩვენები.
გოსტაშაბიშვილმა ახსენა ღმერთი, აუკრიბა სადავე ცხენსა და ჰკრა ქუსლი. ცხენმა ერთი ორიოდე კამარა შეკრა, ისკუპა და თვალის დახამხამებაში ვაჟკაცი ვაჟკაცს წინ დაუდგა. ყიზილბაშმა წამოუღერა თავისი შუბი. გოსტაშაბიშვილმა ხელი აუკრა და აიცდინა. ეს ისე მარჯვედ მოუვიდა, რომ ქების ყიჟინა დასცეს. მანამ ყიზილბაში მეორედ შეუტევდა შუბით, გოსტაშაბიშვილი ცხენდაცხენ ეცა, წასწვდა, ერთი-ორი ღონივრად შებღერტა , ცხენიდან ძირს დასცა, ასე რომ, დაცემულს ფეხზე ადგომა გაუძნელდა. ჩამოხტა ცხენიდან გოსტაშაბიშვილი, ააყენა ყიზილბაში ფეხზე და უთხრა:
--ნუ გეშინია, მე თავს არ მოგჭრი, შენი თავი შენი ვაჟკაცობისთვის მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება! წადი და ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესო.
--მეც სიცოცხლეს თუ ვინმესგან ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა ვაჟკაცისგანო,--უთხრა ყიზილბაშმა, სალამი მისცა და წავიდა.
ილია ჭავჭავაძე
რეფლექსია
პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩავატარე მეხუთე კლასში თემაზე „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი. “
გაკვეთილის მიზანი იყო ეპოვათ პრობლემა მოცემულ მოთხრობაში და ეპოვათ ამ პრობლემის გადაჭრის გზა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში, თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს. მოსწავლეთა შორის იყო ურთიერთპატივისცემის, აზრთა გაზიარებისა და თანამშრომლობითი გარემო.
გაკვეთილის დაწყებისთანავე მოსწავლეებს მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი; შეფასების კრიტერიუმები; ქცევის წესები.
გაკვეთილი წარვმართე გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, თუმცა ზოგიერთ აქტივობას დავუთმე გეგმაში მითითებულზე ნაკლები ან მეტი დრო. ვფიქრობ, ასეთ ცვლილებას არც საგაკვეთილო მიზნებზე მოუხდენია უარყოფითი გავლენა.
ჯგუფებში მოსწავლეები გადავანაწილე შერჩევის პრინციპით. მუშაობდნენ შეთანხმებულად. ყოველი აქტივობის შემდეგ ვაძლევდი ბავშვებს განმავითარებელ შეფასებას. ვიყავი ფასილიტატორი, ეტაპობრივად ვეხმარებოდი მოსწავლეებს, ვახალისებდი მართებული კითხვა-პასუხს ავტორს, თუმცა ამავდროულად, კორექტულად იღებდნენ შენიშვნებს არასწორი პასუხის შემთხვევაში. ვაძლევდი მათ აქტიურად მოქმედების და მუშაობის შესაძლებლობას.
მინდა აღვნიშნო რომ გაკვეთილი არ იყო გადატვირთული აქტივობებით, გამოვიყენე აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას და დასახული მიზნების მიღწევას. შერჩეული მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.
გაკვეთილის მსვლელობის დროს არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება დამჭირდა დროსთან მიმართებაში. გაკვეთილი ჩატარდა ისე, როგორც მქონდა გეგმით გათვალისწინებული.
გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვის დროს, კერძოდ, რესურსი უნა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ნაკლებად აქტიურ მოსწავლეს მეტი დრო უნდა დავუთმო.
ამ გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, რომ მოსწავლემ შეძლო ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება. შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში. შეძლო დაასახელება წაკითხული ტექსტის თემის, შეძლო პარალელების გავლება თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან. მოსწავლემ შეძლო სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის წაკითხვა და ადეკვატურად გაგება- გააზრება .
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეფასდნენ როგორც განმავითარებელი, შეფასებით. დაურიგდათ ფერადი ფურცლები და გაეწიათ რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა შეასრულონ მომდევნო გავეთილისთვის საშინაო დავალება.
ჩემთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო ამ გაკვეთილის ჩატარება. აღმეძრა მოტივაცია, რომ მომავალში საგაკვეთილო პროცესი წარვმართო მეტი ინოვაციური მეთოდებით და აქტიურად დავნერგო ისინი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია.
ბ). V-ინოვაციური გაკვეთილი;
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ნანა ჯალაღონია
პირადი ნომერი:
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ მე-5 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 8
საგანი: ქართული ენა
სამოდელო გაკვეთილი გაკვეთილის ტიპი: ინოვაციური. სწავლების მეთოდიკის მუდმივი ცვლილებების, განვითარებისა და მრავალფეროვნების საფუძველზე სწავლების სტრატეგიებისადმი შემოქმედებითი მიდგომა, პრაქტიკაში ასახვა და მოსწავლეებისათვის გაზიარება.
გაკვეთილის მიზანი:
· მხატვრული ტექსტის წაკითხვა, გაგება-გააზრება.
· ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
· თემისა და დედააზრის ამოცნობა.
გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
ქართV.2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
ქართ V.3 .მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
ქართ. V.4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
ქართ.V.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის წაკითხვა და ადეკვატურად გაგება- გააზრება.
ქართ. V.12.მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: ინფორმაციის მოძიების, ვარაუდების გამოთქმის, დასკვნის გამოტანის, არგუმენტირებულად მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარები.
შეფასება და თვითშეფასება
· მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა ;
· მოსწავლეზე დაკვირვების ფურცელი;
· განმავითარებელი შეფასება.
N
|
აქტივობის აღწერა/მიზანი
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო (წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხები შესასრულებელი აქტივობების, თემისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა / საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
|
ორგანიზება
|
მთელი კლასი
|
ჟურნალი,შეფასების კრიტერიუმები
|
2 წუთი
|
2
|
ვიზულაიზაცია-ვერბალიზაცია.
მასწავლებელი პროვოცირების მიზნით მოსწავლეებს აჩვენებს ,,საიდუმლო ყუთს“ და უკითხავს ლექსს, რომლის ბოლო, საგნის აღმნიშვნელი სიტყვა თავად უნდა ამოიცნონ ( რკო). ეს საგანი დევს ყუთში. თუ რომელიმე ჯგუფი ვერ ამოიცნობს ,მასწავლებელი მათ აძლევს დამხმარე სიტყვებს, რომელიც გაუადვილებთ სიტყვის პოვნას.
შედეგი: მოსწავლეებს განუვითარდებათ წარმოსახვის უნარი; შეძლებენ რითმის საშუალებით ამოიცნონ სიტყვა.
|
ვიზულაიზაცია-ვერბალიზაცია
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკა, ყუთი, რკო, ლექსი.
|
2 წთ
|
3
|
კითხვა-პასუხი
მასწავლებელი მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით სვამს კითხვებს:
რა დაგეხმარათ სიტყვის ამოცნობაში?
რისი ნაყოფია რკო?
თქვენ თუ გინახავთ მუხა? სად იდგა იგი და როგორი იყო?
რა იცით მუხის შესახებ?
ქართულ მწერლობაში რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მუხას? რატომ?
შედეგი: მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდანას__ გაიხსენებენ რა იციან მუხის შესახებ;
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი, ფერადი ალმები
|
2წთ)
|
4
|
ვარაუდების გამოთქმა
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს შესასწავლი ტექსტის თემასა და მიზანს, დაფაზე გააკრავს თემატურ პოსტერს. სათურისა და ილუსტრაციის მიხედვით მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.
შედეგი: მოსწავლე შეძლებს გაიაზროს შესასწავლი მასალა. ეცოდინება ტექსტის თემა და მიზანი.
|
ვარაუდების გამოთქმა
|
მთელი კლასი
|
თემატური პოსტერი.
|
3 წთ
|
5
|
ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია აქტივობა . მასწავლებელი დაფაზე აკრავს სიტყვის პირამიდასა და სიტყვის ცნების რუკას რომელზეც წერია უცნობი სიტყვები (ჭარმაგი, შეზარხოშდნენ). მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს სიტყვის შესაძლო მნიშვნელობაზე, დაასახელებენ სინონიმებს და შეადგენენ წინადადებებს (თუ საჭირო იქნა, სიტყვებს ტექსტის წაკითხვის შემდეგ მიუბრუნდებიან და კონტექსტის მიხედვით დააზუსტებენ.
შედეგი: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს; შეძლებენ ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით წინადადებების შედგენას. სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობას კონტექსტის მიხედვით.
მასწავლებელი მოსწავლეებს აკვირდება მუშაობის დროს.შემდეგ კი აკეთებს მზაობის შესახებ დასკვნას.
|
ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია
|
მთელ კლასი
|
გრაფიკული მაორგანიზებლები, ლექსიკური ერთეულები.
|
2 წთ
|
6
|
,,კითხვის მატარებელი“
აქტივობა 1: მასწავლებლის მიერ ტექსტის ეპიზოდის სამოდელო წაკითხვა.
მოსწავლეებს უსვამს შეკითხვას: _რა ემოცია აღძრა ამ ნაწყვეტმა თქვენში?
შემდეგ ბავშვებს ურიგებს ამობეჭდილ ტექსტს. მოსწავლეები კითხულობენ გაგრძელებით. მასწავლებელი იყენებს კითხვის სტრატეგიებს და აბზაცების მიხედვით სვამს ფაქტობრივ შეკითხვებს.
შედეგი: მოსწავლე შეძლებს ადეკვატური ტემპით გაბმულად და გამომსახველობით სხვის მიერ დაწყებული ტექსტის სათანადო ადგილიდან გაგრძელებას; ყურადღების კონცენტრირებას, მოსმენას, ტექსტის შინაარსის გააზრებას.
|
,,კითხვის მატარებელი“
|
მთელი კლასი
|
კალამი, თაბახის ფურცელი, მარკერი.თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი ტექსტი.
|
5 წთ
|
7
|
კითხვა-პასუხი
აქტივობა 4. მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს ანალიზსა და სინთეზზე ორიენტირებულ კითხვებს:
ადამიანის რა თვისებები დაგვანხა ავტორმა?
რატომ მოიხადა მონადირემ ქუდი?
როდის იგრძნო მონადირემ დანაშაული?
რისი სიმბოლოა ია?
შედეგი ; მოსწავლეებს განუვითარდებათ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი; შეძლებენ მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირის დამყარებას.
|
გონებრივი იერიში
|
მტელი კლასი
|
ფერადი ალმები/ გამოსაძახებელი ჩხირები
|
2წთ
|
8
|
სინთეზი
აქტივობა 4: მოსწავლეები გაიხსენებენ მსგავს თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს, გაავლებენ პარალელს და შეავსებენ ვენის დიაგრამას რევაზ ინანიშვილის ,,მუხა“-სა და ვაჟა-ფშაველას ,,ხმელი წიფელის“ მიხედვით
შედეგი : შეაჯამებენ ტექსტის შინაარსს, დაუკავშირებენ შესწავლილ და ახალ მასალას ერთმანეთს.
|
სინთეზი
|
მთელი კლასი
|
კოგნიტური სქემა
|
2 წთ
|
9
|
ჯგუფური მუშაობა
აქტივობა: მასწავლებელი კლასს ჰყოფს ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს აძლევს განსხვავებულ დავალებას, განმარტავს ინსტრუქციას და განსაზღვრავს დროს. პრეზენტატორებს აირჩევენ ჯგუფის წევრები. პრეზენტაციისათვის მიეცემათ წუთ-ნახევარი.
ჯგუფები სამუშაო თემებს თავად აირჩევენ:
დაყავით ტექსტი ნაწილებად: შესავალი, შუა ნაწილი, დასასრული.
შეურჩიეთ სათაური თითოეულ ნაწილს.
პერსონაჟის რუკის მიხედვით დაახასიათეთ მონადირე, მოიყვანეთ შესაბამისი არგუმენტები, დააფიქსირეთ საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ. (დანართი 6)
პერსონაჟის რუკის მიხედვით დაახასიათეთ მუხა, მოიყვანეთ შესაბამისი არგუმენტები, დააფიქსირეთ საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ.
მისწერეთ წერილი მონადირეს.(გაითვალისწინეთ წერილის შედგენის სტილი)
ამოწერეთ ტექსტიდან რთული სიტყვები და მათი გამოყენებით შეადგინეთ წინადადებები.
შედეგი: მოსწავლე შეძლებს სხვათა მოსაზრების გაზიარებას, ურთიერთთანამშრომლობას, ვიზუალურ სქემებზე მუშაობას, ლექსიკურ ერთეულზე წინადადებების შედგენას.
მასწავლებელი მოსწავლეებს აკვირდება მუშაობის დროს, შემდეგ კი აკეთებს დასკვნას მზაობის შესახებ.
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფური
|
კალმები, ფილჩარტები, მარკერები, სამუშაო კითხვების ბარათები
|
12 წთ
|
10
|
კითხვა-პასუხი
აქტივობა რეფლექსიის ფაზაზე მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს ფრონტალურ კითხვებს:
რაზე დაგვაფიქრა მწერალმა ტანდაკოჟრილი, ბებერი მუხის აღწერით?
როგორ ადამიანს გვაგონებს მუხა?
თქვენ თუ გყავთ სახლში მოხუცი? როგორი დამოკიდებულება გაქვთ მასთან?
რა გასწავლათ ამ მოთხრობამ?
როგორ გამოიყენებთ მას პირად ცხოვრებაში?
მუხას რომ საუბარი შეძლებოდა, რას ეტყოდა იგი ადამიანებს?
შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ შესწავლილი მასალის შეჯამებასა და დასკვნის გამოტანას.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
რვეული, წიგნი, კალამი.
|
2 წთ
|
11
|
კითხვა-პასუხი
აქტივობა რეფლექსიის ფაზაზე მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს ფრონტალურ კითხვებს:
რაზე დაგვაფიქრა მწერალმა ტანდაკოჟრილი, ბებერი მუხის აღწერით?
როგორ ადამიანს გვაგონებს მუხა?
თქვენ თუ გყავთ სახლში მოხუცი? როგორი დამოკიდებულება გაქვთ მასთან?
რა გასწავლათ ამ მოთხრობამ?
როგორ გამოიყენებთ მას პირად ცხოვრებაში?
მუხას რომ საუბარი შეძლებოდა, რას ეტყოდა იგი ადამიანებს?
შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ შესწავლილი მასალის შეჯამებასა და დასკვნის გამოტანას.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
გამოსაძახებელი ჩხირები
|
(2წთ)
|
12
|
დაამყარე კავშირი
აქტივობა მასწავლებელი სქემის სახით მოსწავლეებს აძლევს ფრაზას-- მარტოდ დარჩენილი მოხუცები. მოსწავლეები მსჯელობენ ფრაზის ირგვლივ, პარალელს ავლებენ შესწავლილ მასალასთან, მოჰყავთ მაგალითები ყოველდღიურობიდან, გამოთქვამენ თავიანთ აზრს.
შედეგი: დაუკავშირებენ შესწავლილ და ახალ მასალას ერთმანეთს, რის შედეგადაც განუვითარდებათ ანალიზის უნარი. მოსწავლე შეძლებს ახლადშეძენილი ცოდნის ტრანსფერსა და დემონსტრირებას.
|
დაამყარე კავშირი
|
მთელი კლასი
|
2 წთ
| |
13
|
შეჯამება
აქტივობა მოსწავლეები შეაჯამებენ შესწავლილ მასალას და ამოიცნობენ ტექსტის დედააზრს.
შედეგი: შეძლებენ ტექსტის დედააზრის ამოცნობას.
|
შეჯამება
|
მთელი კლასი
|
(1წთ)
| |
14
|
ინდივიდუალური მუშაობა
აქტივობა 4: მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს შექმნან სლოგანები,რომელიც მოგვიწოდებს მოხუცთა მხარდასაჭერად.
მოსწავლეები წარმოადგენენ სლოგანებს და ფოთლების სახით მიაკრავენ ფლიპ-ჩარტზე, რომელზეც ბებერი, შიშველი მუხაა დახატული.
შედეგი: ფანტაზიის უნარის განვითარება.
რესურსი: თემატური პოსტერი
|
ინდივიდუალური
|
მთელი კლასი
|
ფლიფჩარტი, მარკერი, ფერადი წებოვანი სტიკერები
|
2 წთ
|
15
|
თვითშეფასება/შეფასება
|
შეფასება: განმავითარებელი
|
2 წთ
| ||
16
|
საშინაო დავალება (გადმოეცით ამბავი პირველ პირში, ყურადღება გაამახვილეთ მონადირის გრძნობებზე)
|
საშინაო დავალება
|
მთელი კლასი
|
2წთ
| |
17
|
შენიშვნა/სარეზერვო აქტივობა: გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე
შედეგი: მოსწავლე შეძლებს ტექსტის ირგვლივ მსჯელობას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს შეძლებს ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
მოსწავლეს შეძლებს შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმას და მართებულად გამოყენებას კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
მოსწავლეს შეძლებს სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის წაკითხვა და ადეკვატურად გაგება- გააზრება.
მოსწავლეს შეძლებს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით
შეფასება: (მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები თან ერთვის გეგმას)
ხელმოწერა:
დანართი 1.
მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
| |
აქტიურად ვიყავი ჩართული საგაკვეთლო პროცესში
| |||
დასმულ კითხვას გააზრებულად ვპასუხობდი
| |||
ვმსჯელობდი პერსონაჟის თვისებებზე არგუმენტირებულად
| |||
ვთანამშრომლობდი ჯგუფის წევრერბთან
|
დანართი 2.
მოსწავლის დაკვირვების ფურცელი
თარიღი:
სახელი ................. გვარი ..........................
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
რეკომენდაცია
|
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში
| ||||
ფლობს კითხვის ტექნიკას
| ||||
აფიქსირებს საკუთარ აზრს და პასუხობს კითხვებს
| ||||
აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ საქმიანობაში
|
გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე
მე შევამჩნიე რომ...
მე გამიჩნდა შეკითხვა...
მაინტერესებს, რატომ...
მე დამაფიქრა...
როგორც ჩანს...
ვერ გავიგე...
მე ძალიან მომეწონა...
მე წარმომიდგენია...
მე გავიაზრე...
მე გამაკვირვა...
მე რომ............................ ვიყო,...
მე აღმოვაჩინე, რომ...
მ უ ხ ა
ეს მუხა ტყის პირას დგას.- ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, - ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი.საუკუნეებით დაღლილს, გაწამებულს, ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე. ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ; ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდნს შემოურბენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტ. - კივკივო! - ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ...
რამდენიმე წლის წინათ მონადირეები მოვიდნენ, მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, ცეც ხლი დაანთეს, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობვარ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: - აი, ბურთი და აი, მოედანი!- მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, - ვესროლოთო. აიღეს თოფები. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი-წამოწოლილი, სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ- იქით.
მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა. მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი,- თვეები, წლები. და აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილებთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.
მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა. მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფანა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.
მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
|
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
| |||
მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში
| |||
აქტიურად მონაწილეობს დისკუსიაში
| |||
არგუმენტირებულად პასუხობს კითხვებს
| |||
მსჯელობს და აფიქსირებს საკუთარ აზრს
|
რეფლექსია
მეხუთე კლასში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: რევაზ ინანიშვილის „მუხა.“ გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეძლებოდათ მხატვრული ტექსტის გაგება- გააზრება და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთება, ტექსტში მოცემული პრობლემის იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება და მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.
ვფიქრობ, ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე სრულად იქნა მიღწეული დასახული მიზნები. გამოვიყენე აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფდა მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას და დასახული მიზნების მიღწევას. შერჩეული მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.
მოსწავლეების წარმოსახვის უნარის გასავითარებლად და რითმის საშუალებით სიტყვის ამოსაცნობად, გამოვიყენე „საიდუმლო ყუთი“, რაც კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა მოსწავლეთა პროვოცირებისთვის. გავააქტიურე ასევე მოსწავლეთა წინარე ცოდნა და მოსწავლეებმა გაიხსენეს თუ რა იცოდნენ მცენარე მუხის შესახებ. კითხვა-პასუხის რეჟიმით ვისაუბრეთ ტყის მნიშვნელობაზე, მის მშვენიერებაზე, ადამიანის დაუფიქრებელ საქციელზე. გამოვიყენე ჯგუფური მუშაობის მეთოდი, ჯგუფებში მოსწავლეები გადავანაწილე შერჩევის პრინციპით. ბავშვები ჯგუფში მუშაობდნენ შეთანხმებულად. იცავდნენ დროის ლიმიტს. აქტივობის ბოლოს მოსწავლეებმა პრეზენტაციისას არგუმენტირებულად დაასაბუთეს საკუთარი აზრი, გამოკვეთეს ტექსტში მოცემული პრობლემა და დასახეს მისი გადაჭრის გზები, დარწმუნებული ვარ მიღებულ გამოცდილებას ისინი გამოიყენებენ რეალურ ცხოვრებაში. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში, თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს. პრეზენტაციის და ჯგუფური მუშაობის დროს ვახერხებდი კლასის მართვას. მოსწავლეთა შორის იყო ურთიერთპატივისცემის, აზრთა გაზიარების და თანამშრომლობითი გარემო. ყოველი აქტივობის შემდეგ ვაძლევდი ბავშვებს განმავითარებელ შეფასებას. შედეგზე გასვლაში დამეხმარა სწორად შერჩეული აქტივობები და ჩემ მიერ მომზადებული რესურსები, რომელთაც გაიაქტიურეს მოსწავლეთა წინარე ცოდნა და თვალნათლივ დაიანახეს მათ საფრთხები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ადამიანების დაუდევრობასა და გაუფრთხილებლობას.
მთელი გაკვეთილის მანძილზე დრო განაწილებული იყო მიზნობრივად და სრულად გამოვიყენე გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული ყველა აქტივობა. საგაკვეთილო პროცესში თავიდანვე მზად ვიყავი იმისათვის, რომ კლასი და გაკვეთილი ცოცხალი ორგანიზმია და შესაძლებელია მომხდარიყო გეგმის მოდიფიცირებაც, ამისთვის თავიდანვე შევიმუშავე სხვადახვა რისკ-ფაქტორების თავიდან აცილების მექანიზმები და დავსახე პრაქტიკული ალტერნატიული გზები, რომელიც გაკვეთილის ძირითად ხაზს, მიზანს, მოდიფიცირების მიუხედავად მაინც არ ასცდებოდა. საბედნიეროდ, ცვლილების შეტანა არ დამჭირდა. ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი ჩემს არავერბალურ კომუნიკაციას (სხეულის ენას). საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ამ გაკვეთილით მე და ჩემმა კლასმა შევძელით შედეგზე გასვლა. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ გაკვეთილი იყო საინტერესო და ხალისიანი და მათი სურვილია ხშირად ჩავატაროთ ასეთი გაკვეთილები.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეფასდნენ როგორც განმავითარებელი, შეფასებით. დაურიგდათ ფერადი ფურცლები და გაეწიათ რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა შეასრულონ მომდევნო გავეთილისთვის საშინაო დავალება.
ჩემთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო ამ გაკვეთილის ჩატარება. აღმეძრა მოტივაცია, რომ მომავალში საგაკვეთილო პროცესი წარვმართო მეტი ინოვაციური მეთოდებით და აქტიურად დავნერგო ისინი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია.
გ). V-პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი; ატვირთულია გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია; („შვლის ნუკრის ნაამბობი“-„ნუ გვანადგურებ ადამიანო“);
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ნანა ჯალაღონია
პირადი ნომერი:
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ მე-5 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 8
საგანი: ქართული ენა
სამოდელო გაკვეთილი გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილის თემა: „ნუ გვანადგურებ ადამიანო“ ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით (შეჯამება)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ადამიანის ბუნებისადმი დამოკიდებულების გაცნობიერება;
· მოსწავლეებმა გააცნობიერონ ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით;
· მოსწავლეებმა შეძლონ ნაწარმოების მხატვრული თავისებურებაზე დაკვირვება.
გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
V 1. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციოტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.);
V 1.ნაწარმოების პერსონაჟს წარმოადგენს სხვადასხვა კუთხით;
V 2.გამოდის წყვილის, ჯგუფის მომხენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
V 7. ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
V 8. განარჩევს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს; განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;
V 9. ამოიცნობს და ასახელებს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს;
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: იციან ინფორმაცია ვაჟა ფშაველას შესახებ. იციან ვაჟას ლექსები და მოთხრობები, ნანახი აქვთ მის ნაწარმოებებზე შექმნილი ანიმაციური და მხატვრული ფილმები.
შეფასება და თვითშეფასება
· განმავითარებელი შეფასება.
·
N
|
აქტივობის აღწერა/მიზანი
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო (წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხები შესასრულებელი აქტივობების, თემისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა / საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
|
ორგანიზება
|
მთელი კლასი
|
ჟურნალი,შეფასების კრიტერიუმები
|
2 წუთი
|
2
|
მოსწავლეთა პროვოცირება
ამისთვის პროექტორით ეკრანზე ვუჩვენებ წარწერას: „ადამიანი და ბუნება“ და ვსვამ კითხვას: „თქვენი აზრით რატომ გამოვიტანე ეკრანზე ეს ფრაზა? მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს. ამის შემდეგ ვაჩვენებ ვიდეო რგოლს, უკანონო ნადირობაზე.
შვილთა ლაღი ცხოვრება და ადამიანთა ხელით დატრიალებული ტრაგედიები.
მოსწავლეები გმობენ ადამიანის დაუნდობლობას, აცნობიერებენ შედეგებს, რაც მოყვება ამგვარ დამოკიდებულებას
|
ვიზულაიზაცია-ვერბალიზაცია
|
მთელი კლასი
|
პროექტორი,
|
3 წთ
|
3
|
წიწინარე ცოდნის გაქტიურება:
რა პრობლემას ეხებდა ვიდეო რგოლი?
3. ვინ მიიყვანა გადაშენების პირამდე ცხოველები?
4. მათი შენარჩუნებისთვის საჭიროა შევქმნათ ნაკრძალი და ეროვნული პარკები,შემახსენეთ ბუნებისმეტყველებიდან რა არის ნაკრძალი?
შედეგი: მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდანას__ გაიხსენებენ რა იციან მუხის შესახებ;
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
ფერადი ალმები
|
3წთ)
|
4
|
გონებრივი იერიში.
ფერად ფურცლებზე დაწერილ კითხვებს თავად მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით ირჩევენ და თავადევ პასუხობენ:
. ჩვენს მიერ შესწავლილ ტექსტს ეხმიანება ეს ვიდეო რგოლი?
6. რა პრობლემას ეხება ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“?
7. ვაჟას მოთხრობაში როგორი ურთიერთობაა ადამიანსა და ბუნების შვილებს შორის?რა უსამართლობას სჩადის ადამიანი?
9. რა უთთიერთობაა ასევე ბუნების შვილებს შორის?(ჩხიკვი, დიდი ლეგა ფრინველი)
10. როგორ აღწერს ვაჟა ბუნებას? რა დატვირთვა აქვს მას ნაწარმოებში?
11. როგორი წინათგრძნობა ჰქონდა შველს თავისი სიცოცხლის ბოლო დღეს?
12. როგორ ეხმიანება ბუნების პეიზაჟი შვლის ნუკრის დედის წინათგრძნობას?
13. როგორ განიცადა ბუნებამ საზარელი ამბავი?
14. რა შეფასებას მისცემთ თქვენ ადამიანის ქმედებას?
15. როდესაც ახალგაზრდა ბიჭი მოინადირებს შველს სიხარულით შესძახებს-„გაუმარჯოს!“ აღტაცების გამომხატველი ეს შეძახილი ამჯერად რა განცდას იწვევს მკითხველში?
16. რა განცდა გეუფლებათ როდესაც ამ ნაწარმოებს კითხულობთ?
17. ყველაზე მეტად რამ გაგიმძაფრათ ეს გრძნობა, ტექსტის კითხვისას რამ შეუწყო ხელი, რომ შვლის ნუკრის ტკივილი ყველაზე მახლობელი გამხდარიყო?
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
5 წთ
| |
4
|
ტექსტზე დაკვირვება;
დააკვირდი ტექტსტს!რომელ პირშია თხრობა?როგორ ფიქრობთ რატომ დაწერა ვაჟამ ეს ნაწარმოები პირველ პირში? ამ კითხვის არსს რომ ჩავწვდეთ ამისათვის შევასრულოთ შემდეგი დავალება წყვილებში.
(„პაწაწა ვარ, ობოლი, ბედმა დამიბრიყვა...“, ასე იწყება ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „შვლის ნუკრის ნაამბობი:, როგორ ფიქრობთ, რატომ აალაპარაკა მწერალმა მოთხრობაში შვლის ნუკრი, მას ხომ შეეძლო, თავისი სახელით მოეთხრო შვლის ნუკრის თავგადასავალი? მაგალითად, ასე:“პაწაწა იყო, ობოლი, ბედმა დაიბრიყვა...“
ვთხოვ წაიკითხონ ორივე ვარიანტი და იმსჯელონ, რომელმა ტექსტმა აღძრა მათში სიბრალული?
|
ტექსტზე დაკვირვება
|
მთელ კლასი
|
ლექსიკური ერთეულები.
|
3 წთ
|
5
|
დავწეროთ წერილი:
მოსწავლეებს ვთხოვ შვლის ნუკრის სახელით მისწერონ წერილი ადამიანს.
|
წყვილებში
|
წყვილებში
|
კალამი, თაბახის ფურცელი
|
5 წთ
|
6
|
კითხვა-პასუხი
აქტივობა 4. მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს ანალიზსა და სინთეზზე ორიენტირებულ კითხვებს:
ადამიანის რა თვისებები დაგვანხა ავტორმა?
შედეგი ; მოსწავლეებს განუვითარდებათ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი; შეძლებენ მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირის დამყარებას.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
ფერადი ალმები/ გამოსაძახებელი ჩხირები
|
2წთ
|
10
|
ჯგუფური მუშაობა
მიმართვა კლასს:
ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ბუნების სილამაზე აღიქვან და მოუარონ მას, ამიტომ ანადგურებენ მას. ვნახეთ რეპორტაჟი, ასევე ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებში გავეცანით სხვა პერსონაჟებს. როგორც ვნახეთ ეს პრობლემა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე აქტუალური იყო და ვაჟამ ნაწარმოები მიუძღვნა მას. დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, როგორც არასდროს, ისევ დგას იგივე პრობლემა და ჩვენგან რეაგირებას ელის, ამისათვის მოიფიქრეთ ლოზუნგები და აქტივობები ჯგუფებში, რომლითაც მიმართავთ იმათ, რომლებიც ანადგურებენ ბუნებას.
|
ჯგუფური
|
ჯგუფური
|
ფილფჩარტი, მარკერი, კალამი, ფურცლები
|
10 წთ
|
11
|
პრეზენტაცია
ჯგუფის მიერ არჩეული პრეზენტატორი გააკეთებს პრეზენტაციას. ჯგუფს შეუძლია დაეხმაროს
|
პრეზენტაცია
|
პრეზენტაცია
|
6 წთ
| |
12
|
შეჯამება
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
რვეული, წიგნი, კალამი.
|
2 წთ
|
13
|
შეფასება
|
განმავითარებელი, ჯგუფური, პრეზენტაციის
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკები
|
2წთ
|
14
|
საშინაო დავალება
დაწერონ: „მიმართვა ბრაკონიერებს“
|
საშინაო დავალება
|
მთელი კლასი
|
საშინაო დავალების რვეულები
|
2 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებმა შეძლეს ადამიანის ბუნებისადმი დამოკიდებულების გაცნობიერება;
· მოსწავლეებმა გააცნობიერეს ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით;
· მოსწავლეებმა შეძლეს მაწარმოების მხატვრული თავისებურებაზე დაკვირვება.
შეფასება: (მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები თან ერთვის გეგმას)
ხელმოწერა:
თარიღი:
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ძალიან დაბალი
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
აქტიური მონაწილეობა
|
არ არის ჩართული
|
პერიოდულად ერთვება, მაგრამ არანაყოფიერად
|
აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერ შეაქვს.
|
აქტიურია კონსტრუქციული და შეაქვს წვლილი
|
აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
|
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
|
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს
|
გამოთქვამს საკუთარ აზრს, მაგრამ აკლია დამაჯერებლობა
|
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი, დამაჯერებელი, არგუმენტირებული
|
კონცენტრირება სამუშაოზე
|
ვერ ახერხეწბს კონცენტრირებას
|
ცდილობს კონცენტრირებას მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
|
ძირითადადა კონცენტრირებულია სამუშაოზე
|
მთელი მუშაობის განმავლობაში კონცენტრირებულია
|
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
|
არ უსმენს სხვების აზრს აწყვეტინებს.
|
ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს ან უსმენს, მაგრამ აქვს არაადექვატური რეაქციები
|
უსმენს სხვების აზრს და ცდილობს იყოს კორექტული
|
ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს და არის კორექტული
|
დროის ლიმიტი დაცვა
|
არ შეუძლია ლიმიტის დაცვა
|
იშვიათად ცდილობს დროის ლიმიტის დაცვას
|
უმეტეს შემთხვევაში იცავს დროის ლიმიტს
|
ყოველთვის იცავს დროის ლიმიტს.
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პასუხობს თემას
|
1
|
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
|
2
|
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
2
|
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
|
2
|
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
|
1
|
იყენებს თვალსაჩინოებას
|
1
|
იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის ჩართული
|
უმრავლესობა ჩართულია
|
ყველა ჩართულია
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
|
დაიცვეს დროის ლიმიტი
|
ლიდერის როლი
|
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
|
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
|
ლიდერი ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას
|
რეფლექსია
მეხუთე კლასში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე „ნუ გვანადგურებ ადამიანო“ ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით. აღნიშნული გაკვეთილი იყო ერთგვარი შეჯამება თემისა. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებმა შეძლონ ადამიანის ბუნებისადმი დამოკიდებულების გაცნობიერება. დაგეგმილი აქტივობები შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზანს. გაკვეთილი მიმდინარეობდა თბილ და კეთილგანწყობილ გარემოში.
მოსწავლეებს თავიდანვე შევახსენე გაკვეთილზე ქცევის წესები და გაკვეთილის მსვლელობისას აღარ დამჭირვებია მიმეთითებინა. გამოყენებული ყველა რესურსი ხელმისაწვდომი და უსაფრთხო იყო საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და ასევე შეფასების რუბრიკა. გაკვეთილის მსვლელობის დროს ვაკონტროლებდი ხმის ტემბრს და ინტონაციას, უყურადღებოდ არ ვტოვებდი მოსწავლის მიერ დაშვებულ შეცდომებს. შერჩეული სტრატეგიები დამეხმარა დასახული მიზნის მიღწევაში.
გაკვეთილზე გამოყენებული მრავალფეროვანი აქტივობების მიმდინარეობის ტემპი იყო დინამიური, აქტივობები მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით.
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეთა პროვოცირებისთვის გამოვიყენე წარწერა: „ადამიანი და ბუნება“ და დავსვი კითხვა: „თქვენი აზრით რატომ გამოვიტანე ეკრანზე ეს ფრაზა? მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებებს. ამის შემდეგ ვაჩვენე ვიდეო რგოლი, უკანონო ნადირობაზე. მოსწავლეებმა იმსჯელეს და დაგმეს ადამიანის დაუნდობლობა, გააცნობიერეს შედეგები, რაც მოყვება ხოლმე ადამიანის მხრიდან გაუფრთხილებელ დამოკიდებულებას. გაკვეთილი გონებრივი იერიშის მეთოდიტ განვაგრძე. წინასწარ დამზადებული მქონდა ფერად ფურცლებზე დაწერილი კითხვები. მოსწავლეები გამოდიოდნენ, იღებდნენ ფურცლებს შემთხვევითობის პრინციპით და დასმულ შეკითხვას პასუხობდნენ. ვფიქრობ, აღნიშნულმა აქტივობამ დაგეგმილზე მეტი დრო მოითხოვა, რასაც ცხადია ხარვეზად ვთვლი და მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ.
ბავშვები ჯგუფში მუშაობდნენ შეთანხმებულად. იცავდნენ დროის ლიმიტს. აქტივობის ბოლოს მოსწავლეებმა პრეზენტაციისას არგუმენტირებულად დაასაბუთეს საკუთარი აზრი, გამოკვეთეს ტექსტში მოცემული პრობლემა და დასახეს მისი გადაჭრის გზები, დარწმუნებული ვარ მიღებულ გამოცდილებას ისინი გამოიყენებენ რეალურ ცხოვრებაში. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში, თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს. პრეზენტაციის და ჯგუფური მუშაობის დროს ვახერხებდი კლასის მართვას. მოსწავლეთა შორის იყო ურთიერთპატივისცემის, აზრთა გაზიარების და თანამშრომლობითი გარემო. ყოველი აქტივობის შემდეგ ვაძლევდი ბავშვებს განმავითარებელ შეფასებას. შედეგზე გასვლაში დამეხმარა სწორად შერჩეული აქტივობები და ჩემ მიერ მომზადებული რესურსები, რომლითაც გაიაქტიურეს მოსწავლეთა წინარე ცოდნა და თვალნათლივ დაინახეს მათ საფრთხეები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ადამიანების დაუდევრობასა და გაუფრთხილებლობას.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთ-ერთმა აქტივობამ და შემდგომში სხვა აქტივობებმა დაგეგმილზე მეტი ან ნაკლები დრო მოითხოვა. ვფიქრობ ამ კუთხით უნდა ვიმუშაო, რათა მომავალში გავითვალისწინო.
ამ გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, რომ მოსწავლეებმა შეძლეს ადამიანის ბუნებისადმი დამოკიდებულების გაცნობიერება; მოსწავლეებმა გააცნობიერეს ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით; მოსწავლეებმა შეძლეს მაწარმოების მხატვრული თავისებურებაზე დაკვირვება.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეფასდნენ როგორც განმავითარებელი, შეფასებით. დაურიგდათ ფერადი ფურცლები და გაეწიათ რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა შეასრულონ მომდევნო გავეთილისთვის საშინაო დავალება.
ჩემთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო ამ გაკვეთილის ჩატარება. აღმეძრა მოტივაცია, რომ მომავალში საგაკვეთილო პროცესი წარვმართო მეტი ინოვაციური მეთოდებით და აქტიურად დავნერგო ისინი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია.
დ).VI-პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი; ატვირთულია გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია. („ბიჭი და ძაღლი“-„ბულინგი).
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ნანა ჯალაღონია
პირადი ნომერი:
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ მე-6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:7
საგანი: ქართული ენა
სამოდელო გაკვეთილი გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება.
გაკვეთილის აქტუალობა : განპირობებულია დასმული პრობლემის აქტუალობით. ბულინგი ერთ - ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში. იგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევი მოვლენაა, თუმცა ძალადობის პრობლემის აქტუალურობა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაიზარდა.
გაკვეთილის მიზანი:
· მოსწავლე შეძლებს: ბულინგის რაობის გაგებას.
· ბულინგის გაცნობიერებას, პროლემის იდენტიფიცირებას, პრობლემის შეფასებას და მის ანალიზს.
· საკითხთან დაკავშირებით არგუმენტირებულ მსჯელობას.
· შეძლებს პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზების შერჩევას.
გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
VI. 12. მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსაწავლე:
· მიზნობრივი ტექსტების შესადგენად ინტეგრირებულად იყენებს სხვა დარგებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს (განსაკუთრებით, რეკლამისა და პლაკატის დასამზადებლად);
ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ავლენს ფაქტისადმი (მოვლენისადმი) საკუთარ დამოკიდებულებას; ახერხებს მის ემოციურ შეფასებას შესაფერისად შერჩეული ლექსიკური და გრამატიკული საშუალებების გამოყენებით;
· მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით წინასწარ ამზადებს და თხზავს სხვადასხვა ტიპის მიძღვნით ტექსტებს (ამა თუ იმ თარიღთან დაკავშირებით წარმოსათქმელ სიტყვას, მეგობრისადმი მიძღვნილ სახუმარო ტექსტს, შარჟსა და სხვ.);
მედია წიგნიერება: გზავნილების შექმნისა და ინფორმაციის უტყუარობის დადგენის უნარების გამომუშავება.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან განსახილველი მხატვრული ტექსტები.
შეფასება და თვითშეფასება
· მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა ;
· მოსწავლეზე დაკვირვების ფურცელი;
· განმავითარებელი შეფასება.
N
|
აქტივობის აღწერა/მიზანი
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო (წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხები შესასრულებელი აქტივობების, თემისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა / საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
|
ორგანიზება
|
მთელი კლასი
|
ჟურნალი,შეფასების კრიტერიუმები
|
2 წუთი
|
2
|
კითხვა-პასუხი
მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება, რა იციან ძალადობის შესახებ და პასუხებს ჩამოწერს დაფაზე.
შედეგი: მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდანას__ გაიხსენებენ რა იციან ბულინგის/ძალადობბის შესახებ.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი
|
2 წთ
|
3
|
მინი ლექცია
მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს იმ ეპოქაზე, როცა შეიქმნა მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლი“ კერძოდ, მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის ბატონობის წლებზე. ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მაშინ არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფო, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ ილახებოდა ადამიანთა უფლებები. ძალადობის წამქეზებელი თავად სახელმწიფო იყო.
მასწავლებელი ასევე შეახსენებს მოსწავლეებს ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნის თარიღს (1989 წლის 20 ნოემბერი). მისი მიზანი ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებაა.
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
პროექტორი
|
5წთ)
|
4
|
ვარაუდების გამოთქმა
მასწავლებლის მინი ლექციის შემდეგ მოსწავლეებს ევალებათ, მოძებნონ ტექსტში ძალადობრივი სახელმწიფოს ნიშნები და ისაუბრონ იმაზე, რამდენად საჭირო იყო ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნა.
სავარაუდო პასუხები
მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლში“ ძალადობრივ სახელმწიფოს წარმოადგენს მუკო. ბიჭს არავინ ექომაგება. მის უფლებებს ლახავს ყველა.
შედეგი: მოსწავლე შეძლებს გაიაზროს შესასწავლი მასალა. ეცოდინება ტექსტის თემა და მიზანი.
|
ვარაუდების გამოთქმა
|
მთელი კლასი
|
თემატური პოსტერი.
|
3 წთ
|
5
|
ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია აქტივობა აქტივობა 5. (5 წთ.)
ვიდეო რგოლის ჩვენება ბულინგზე
შედეგი: ამოიცნობენ პრობლემას და იმსჯელებენ.
|
ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია
|
მთელ კლასი
|
პროექტორი
|
4 წთ
|
6
|
ჯგუფური მუშაობა:
მოსწავლეები კვლავ იყოფიან ორ ჯგუფად და ევალებათ, შექმნან პლაკატი, რომლითაც გამოექომაგებიან ძალადობის მსხვერპლ პერსონაჟს მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლიდან“. შემდეგ აწყობენ პრეზენტაციას.
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფებში
|
კალამი, თაბახის ფურცელი, მარკერი.თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი ტექსტი.
ფლიფჩარტი
|
10 წთ
|
7
|
პრეზენტაცია
|
პრეზენტაცია
|
მთელი კლასი
|
ფლიფჩარტი, დაფა, ცარცი, მარკერი, წებოვანი ქაღალდები
|
6წთ
|
8
|
უკუ კავშირი. „ცნობირების გვირაბი“
უკუკავშირისთვის გამოვიყენებთ აქტივობას ,,ცნობიერების გვირაბი“. მოსწავლეები დადგებიან ორრიგად, ერთმანეთის პირისპირ. შუაში ჩამოივლის მასწავლებელი, რომელიც ცხოველთა დამცველებისთვის იქნება ძაღლი, ბავშვის უფლებათა დამცველებისთვის - ბიჭი. თითოეულ მოსწავლეს ევალება სიტყვიერად მსხვერპლის გაძლიერება.
|
უკუ კავშირი ცნობიერების გვირაბი
|
მთელი კლასი
|
მოსწავლეების მიერ დამზადებული პოსტერები
|
5 წთ
|
9
|
ვწერთ ესეს!
დაწერონ ესე: არა ძალადობას!
მოსწავლეებს ურიგდებათ ფურცლები, რომლებზეც წერენ ესეს. მასწავლებელი მომდევნო გაკვეთილზე შემოწმებულს დაუბრუნებს.
|
ვწერთ ესეს!
|
ინდივიდუალურად.
|
კალმები, ფურცლები
|
5 წთ
|
10
|
კითხვა-პასუხი
აქტივობა რეფლექსიის ფაზაზე მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს ფრონტალურ კითხვებს:
რაზე დაგვაფიქრა მწერალმა?
როგორ ადამიანს გვაგონებს ძაღლი?
როგორ ადამიანია მუკო?
რა გასწავლათ ამ მოთხრობამ?
როგორ გამოიყენებთ მას პირად ცხოვრებაში?
ძაღლს საუბარი რომ შეძლებოდა, რას ეტყოდა იგი ადამიანებს?
შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ შესწავლილი მასალის შეჯამებასა და დასკვნის გამოტანას.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
რვეული, წიგნი, კალამი.
|
2 წთ
|
11
|
შეჯამება
აქტივობა მოსწავლეები შეაჯამებენ შესწავლილ მასალას და ამოიცნობენ ტექსტის დედააზრს.
შედეგი: შეძლებენ ტექსტის დედააზრის ამოცნობას.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
გამოსაძახებელი ჩხირები
|
3წთ)
|
12
|
თვითშეფასება/შეფასება
|
შეფასება: განმავითარებელი
|
მთელი კლასი
|
2წთ
| |
13
|
საშ. დავალება: როგორ დავძლიო ძალადობა?
|
საშინაო დავალება
|
მთელი კლასი
|
2 წთ
| |
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მიზნობრივი ტექსტების შესადგენად ინტეგრირებულად იყენებს სხვა დარგებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს (განსაკუთრებით, რეკლამისა და პლაკატის დასამზადებლად);
· შეძლებს გამოავლინოს ფაქტისადმი (მოვლენისადმი) საკუთარი დამოკიდებულება; მოახერხებს მის ემოციურ შეფასებას შესაფერისად შერჩეული ლექსიკური და გრამატიკული საშუალებების გამოყენებით;
· მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით წინასწარ მოამზადებს და შეთხზავს სხვადასხვა ტიპის მიძღვნით ტექსტებს (ამა თუ იმ თარიღთან დაკავშირებით წარმოსათქმელ სიტყვას, მეგობრისადმი მიძღვნილ სახუმარო ტექსტს, შარჟსა და სხვ.);
გზავნილების შექმნისა და ინფორმაციის უტყუარობის დადგენის უნარებს გამომიუშავებს.
შეფასება: (მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები თან ერთვის გეგმას)
ხელმოწერა:
პრეზენტაციის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
მიზნის ჩამოყალიბება
|
მიზანი ვერ ჩამოაყალიბა
|
ჩამოაყალიბა, მაგრამ ბუნდოვანია
|
კარგად ვერ ჩამოაყალიბა
|
მოითხოვს დაზუსტებას
|
მიზანი ამომწურავად ჩამოაყალიბა
|
თემის გასაგებად წარმოდგენა
|
ბუნდოვანია და საუბრობს დაბნეულად
|
აკლია ლოგიკურობა და თანმიმდევრობა
|
ნაწილობრივ გასაგებია და მოითხოვს დამატებით განმარტებებს
|
გასაგებია, მაგრამ ითხოვს დაზუსტებას
|
წარმოდგენილი საკითხები ნათელია და დამაჯერებელი
|
კონტაქტი მსმენელთან
|
ვერ ამყარებს კონტაქტს საუბრობს გაურკვევლად
|
ცდილობს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ არაეფექტურად
|
იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას, მაგრამ დაბნეულია
|
გრძნობს აუდიტორიის განწყობას და ამყარებს კონტაქტს
|
ფლობს აუდიტორიას და კარგად იყენებს კომუნიკაციის ხერხებს
|
მიაღწია მიზანს
|
მიზანს ვერ მიაღწია
|
მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა იყო მცდელობა
|
მიზანს ნაწილობრივ მიაღწია
|
თითქმს მიაღწია მიზანს
|
სრულყოფილად მიაღწია მიზანს
|
პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
|
უჭირს პასუხების გაცემა
|
პასუხები არ არის გამართული
|
ნაწილობრივ პასუხობს კითხვებს,
|
პასუხობს კითხვებს, თუმცა დამაჯერებლობა აკლია
|
სრულყოფილ და დამაჯერებელ პასუხს სცემს ყველა კითხვას
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
10-9 ქულა
|
8-7 ქულა
|
6-5 ქულა
|
4-1 ქულა
|
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო. ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული, ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული, წევრებს შორის ფუნქციები არ გადანაწილდა.
|
სამუშაოს შედეგი
|
ჯგუფმა მიიღო უნაკლო შედეგი.
|
მიიღო შედეგი, მაგარმ ხარვეზებით.
|
შედეგი არასწორი იყო, თუმცა მისკენ სავალი გზა სწორად იყო მოძებნილი.
|
ჯგუფმა ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო.
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
|
წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
|
ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
|
არ იყო თანამშრომლობითი გარემო
|
შეფასების რუბრიკა
1. განმავითარებელი შეფასება მთელი კლასისთვის
კარგი
|
საშუალო
|
ცუდი
| |
ჩართულობა და აქტიურობა
| |||
თეორიული მასალის ცოდნა
| |||
ცოდნის გამოყენება სავარჯიშოებში
|
რეფლექსია
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლის“ შესწავლამ მომცა ბიძგი მე-6 კლასში, გვემუშავა ბულინგის თემაზე. ბულინგი ერთ - ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში. იგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევი მოვლენაა, თუმცა ძალადობის პრობლემის აქტუალურობა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაიზარდა.
გაკვეთილზე პირველ აქტივობად, კითხვა პასუხის მეთოდი გამოვიყენე, რითაც მოსწავლეებმა გაიაქტიურეს წინარე ცოდნა, ხოლო მეორე აქტივობად მინი-ლექციის მეთოდს მივმართე. მოსწავლეებს ვესაუბრებე იმ ეპოქაზე, როცა შეიქმნა მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლი“ კერძოდ, მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის ბატონობის წლებზე. ყურადღებას გავამახვილე იმაზე, რომ მაშინ არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფო, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ ილახებოდა ადამიანთა უფლებები. ძალადობის წამქეზებელი თავად სახელმწიფო იყო. საჭიროდ ჩავთვალე მოსწავლეების ყურადღება გამემახვილებინა ბავშვთა უფლებების კონვენციაზე. შევახსენე მათ შექმნის თარიღი (1989 წლის 20 ნოემბერი) და მისი მიზანი, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებაა. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვა: რამდენად საჭირო იყო ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნა? ვფიქრობ, აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა შეძლეს შესასწავლი მასალის გააზრება. მოსწავლეებს ვიზუალიზაციისთვის ვუჩვენე ვიდეორგოლი ბულინგზე, რომლებზეც საინტერესოდ იმსჯელეს. აღნიშნული აქტივობა პრობლემის ამოცნობას ემსახურებოდა. გამოვიყენე ასევე ჯგუფური მუშაობის მეთოდი, ჯგუფებში მოსწავლეები გადავანაწილე შერჩევის პრინციპით. ბავშვები ჯგუფში მუშაობდნენ შეთანხმებულად. იცავდნენ დროის ლიმიტს. პრეზენტაციაზე პრეზენტატორებმა გამოკვეთეს ტექსტში მოცემული პრობლემა და დასახეს მისი გადაჭრის გზები. უკუკავშირისთვის საინტერესო აქტივობა იქნა გამოყოფილი - „ცნობიერების გვირაბი“, მოსწავლეთა ნაწილი ცხოველთა დამცველები იყვნენ, ნაწილი კი ბავშვთა უფლებათა დამცველები. მასწავლებელი ცხოველთა დაცველეთათვის განასახიერებდა პირობითად ძაღლს, ხოლო ბავშვთა უფლებათა დამცველთათვის ბიჭს. თითოეულ მოსწავლეს ევალებოდა სიტყვიერად მსხვერპლის გაძლიერება. აღნიშნული აქტივობა ფანტაზიის უნარის განვითარებასთან ერთად თანაგანცდისა და სიტუაციაში ადეკვატური ფრაზების გამოყენების უნარის გამომუშავებას ემსახურებოდა.
ვფიქრობ, ჩემ მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ხელს უწყობდა მოსწავლეებში მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას. მიმაჩნია, რომ მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებამ, რომლებიც ზუსტად გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებზე, შექმნა კლასში სასიამოვნო და მუშა სასწავლო გარემო, რომელსაც ადასტურებდა მოსწავლეთა მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა.
მიუხედავად ზემოთქმულისა, გეგმის მოდიფიცირება დროსთან მიმართებაში მაინც დამჭირდა. ასევე, მოსწავლეებს ჰქონდათ სურვილი, რომ კლასში დაწერილი ესე იქვე წაეკითხათ, რაც დროის ნაკლებობის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა მათ ვუთხარი, რომ მომდევნო გაკვეთილამდე მეც გადავხედავდი, მათ დავუბრუნებდი და ერთად ვიმსჯელებდით. მიუხედავად გაკვეთილის წინასწარ დაგეგმვისა და შესაბამისი სასწავლო სტრატეგიების შესაბამისობისა გამოიკვეთა ხარვეზი. ზოგიერთი მოსწავლე ინტელექტუალურად არ იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. საჭიროა მეტად გავითვალისწინო მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები და შევთავაზო მათ დიფერენცირებული დავალებები.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეფასდნენ როგორც განმავითარებელი, შეფასებით. დაურიგდათ ფერადი ფურცლები და გაეწიათ რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა შეასრულონ მომდევნო გავეთილისთვის საშინაო დავალება.
ჩემთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო ამ გაკვეთილის ჩატარება. აღმეძრა მოტივაცია, რომ მომავალში საგაკვეთილო პროცესი წარვმართო მეტი ინოვაციური მეთოდებით და აქტიურად დავნერგო ისინი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია.
Комментариев нет:
Отправить комментарий