პროექტები


სასწავლო პროექტი- „ყელში მობჯენილი მონატრება.“ პროექტი გაწერილი იყო სამ თვეზე, რომელშიც ჩართული იყო სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები, შესაძლებლობების გათვალისწინებით. სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა, როგორც არჩევითი საგანი. პედაგოგები განიცდიდნენ როგორც მეთოდური, ასევე სხვა ლიტერატურის სიმცირეს, გარდა ამისა მოსწავლეებისთვის სიახლე-ახალი საგნის სწავლება, რომელიც საკმაოდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული არ არის მარტივი დასაძლევი. მნიშვნელოვანია, რომ პროექტმა შეძლო მოსწავლეების ერთ გუნდად გაერთიანება. მოძიებულ იქნა აფხაზურ ენაზე ლიტერატურული მასალები, ბრძნული გამონათქვამები, რომელიც შემდგომ გამოყენებულ იქნა სპექტაკლში „ყელში მობჯენილი მონატრება“. სპექტაკლში ჩართულები იყვნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები, აფხაზური ენის, ქართული ენის, მუსიკის, ისტს პედაგოგები. სპექტაკლს საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ესწრებოდნენ და გაშუქდა ტელევიზიით. მოსწავლეები გაეცნნენ აფხაზი მწერლების შემოქმედებას, შეძლებეს  ქართულ ლიტერატურასთან დაკავშირება, გაეცნენ აფხაზურ ტრადიციებს, კულტურას. შექმნეს სპექტაკლი, სადაც შეძლეს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა ან აღმოჩენა. გამოუმუშავდათ თანამშრომლობის, მსჯელობის, ფანტაზიის უნარი. გაიზრდა მოსწავლეთა ჩართულობა და დაინტერესება აფხაზური ენისადმი. გაიზრდა ასევე თანამშრომლობა პედაგოგების მხრიდან.







                                                         

Комментариев нет:

Отправить комментарий

მთავარი

მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც თან ახლავს მასწავლებლის ყოველდღიურ საქმიანობას, გაკვეთილზე იმ რწმენით შევდივარ, რომ სწავლა/სწავლება დიდი ...