1).კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა- „განათლების თანამედროვე პარადიგმები და ევროკავშირის საერთაშორისო
პროექტების DOLT, DARE, ASSET, GURE დისიმინაცია“, რომელიც ჩატარდა სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამავე უნივერსიტეტში, 2018 წლის 30 ივნისს.
ნანა ჯალაღონიამ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება „განმავითარებელი შეფასების
გამოყენების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში“. თემა აქტუალურია, იმდენად,
რამდენადაც განმავითარებელ შეფასებას სასწავლო პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
2). კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა- ნანა ჯალაღონიამ მიიღო მონაწილეობა გორის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ „იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ
მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში 2016 წლის 27 ოქტომბერს. პედაგოგის
მიერ წარდგენილ იქნა მოხსენება „ირონიის, როგორც კულტურის საბაზისო ცნება“.
მოხსენებაში ვრცლად არის განხილული ირონიის ცნება უძველეს პერიოდში, სოკრატისეული
ირონია, შუასაუკუნეებისა და აღორძინების კულტურის ირონია, ბაროკოს ეპოქის ირონია,
ირონია, რომანტიზმის ესთეტიკაში, XIX-XX-სს-ის
ირონია, მოდერნიზმის ეპოქის ირონია, პოსტმოდერნისტული კულტურული ირონია.
3). კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა- ნანა
ჯალაღონიამ მონაწილეობა მიიღო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ
ორგანიზებულ მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „განათლების
მენეჯმენტი: მიმდინარე გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები.“ ნანა
ჯალაღონიას მიერ წარდგენილი მოხსენების სახელწოდება იყო „რეზო ჭეიშვილის
შემოქმედება „დათბობის“ ტროპების კონტექსტში.“ მოხსენებაში განხილულია რეზო
ჭეიშვილის რამდენიმე ნაწარმოები, სადაც საინტერესოდ არის გადმოცემული „დათბობის“
ეპოქის ძირითადი მარკერები: გულწრფელობა, ლირიზმი, ირონიულობა. მწერალმა თავის
ნაწარმოებებში შემოგვთავაზა ჯანსაღი იუმორისა და მამხილებელი სატირის საინტერესო
ნიმუშები.
4). კონფერენციაში
მომხსენებლად მონაწილეობა- ნანა ჯალაღონიამ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის
საერთაშორისო კონფერენციაში „2nd International Online Conference” (New
Dimensions of Pilology). მოხსენების
თემა: „დათბობის“ პერიოდის ინტერპრეტაციები“.
მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია საბჭოთა ხელისუფლების პირობებში
პროპაგანდისა და აღმზრდელობითი მუშაობის ძალისხმევაზე, რომელიც მიმართული იყო
იმისკენ, რომ შემოქმედებით ინტელიგენციაში პარტიულობის პრინციპი მორალური
პოსტულატის მსგავს შინაგან იმპულსად გადაექციათ, რომელიც სინდისისა და მოვალეობის
გრძნობების მსგავსად „შიგნიდან“ წარმართავდა ხელოვანის შემოქმედებით მუშაობას.
როგორც მოხსენებაშია საუბარი, ქართული საზოგადოება, საერთო პრობლემებს მხატვრული
ლიტერატურის მეშვეობით ეხმიანებოდა. ახალი თემების გამომსახველობითი საშუალებების
ძიება იქნა მიზნად დასახული თავიანთ ნაწარმოებებში 60-იანელთა თაობისთვის, რომლის
ღირსეული წარმომადგენლებიც იყვნენ ნ. დუმბაძე, რ. ჭეიშვილი, ნ. წულეიკირი.
5).
კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა- ნანა ჯალაღონიამ მონაწილეობა მიიღო სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში
„თანამედროვე განათლების პარადიგმები უნივერსიტეტებსა და სასკოლო განათლებაში.“
მოხსენების სახელწოდება: სკოლის მართვაში მენეჯერის თანმშრომლობითი მიდგომა და
წარმატების ფორმულა.“ აღნიშნული კონფერენცია გაიმართა თბილისში 12-13 ივნისს-2017
წელი. მოხსენებაში საუბარია თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მენეჯერის თანამშრომლობას
სრულიას სასკოლო საზოგადოებასთან (მშობელი, მოსწავლე, მასწავლებელი) სკოლის
წარმატებისთვის. როგორც მოხსენებაშია აღნიშნული სკოლასა და ოჯახს შორის
დამყარებული პოზიტიური, მეგობრული ურთიერთობა ყველა ბავშვისთვის სარგებელის
მომტანია. თითოეული მათგანი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და ამ ყველაფერში
მაგალითის მიმცემი უნდა იყოს მენეჯერი, რომელმაც მენეჯერობის გარდა, კარგად უნდა
იცოდეს სასწავლო პროცესი და რაც მთავარია, უნდა იყოს ლიდერი. იგი ვალდებულიაცაა
ჰქონდეს საკუთარი დაკვირვების ფორმები და შეძლოს ჯანსაღი კომუნიკაცია მასწავლებელთან,
მშობლეთან, მოსწავლესთან და ა.შ.
6). კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა-
ნანა ჯალაღონიამ მონაწილეობა მიიღო გორის სახელმმწიფო სასწავლო უნივრსიტეტის მოერ
ორგანიზებულ მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „განათლება, ეკონომიკა
და მდგრადი განვითარება“, რომელიც ჩატარდა 2014 წლის 28-29 ნოემბერს. მოხსენებაში
საუბარია თუ რამდენად მწვავედ იდგა ხელისუფლებისა დამწერლის მიმართების საკითხი
საბჭოთა პერიოდში; როგორ იკრძალებოდა ლიტერატურა, როგორ ხდებოდნენ ქართველი
მწერლები „ხალხის მტრები“, როგორ ცდილობდნენ ქართველი მწერლები იმ პერიოდისთვის
არსებული წნეხის ქვეშ შეექმნათ ღირებული მხატვრული ლიტერატურა, რომელიც გაუძლებდა
დროს. აღნიშნული პერიოდის ქართველი მწერლების ნაწარმოებებში უხვად შევხვდებით
იუმორს, ირონიას, გროტეკს, რაც ერთგვარი ხერხი იყო არსებული სინამდვილის
შენიღბულად გადმოსაცემად.
Комментариев нет:
Отправить комментарий